ჩვენ 2024 წელი დავხურეთ, დაახლოებით, 9%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით – ირაკლი კობახიძე

ჩვენ 2024 წელი დავხურეთ, დაახლოებით, 9%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ბაქოში, ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, ამ მაჩვენებლით საქართველო პირველ ადგილზეა, არა მარტო ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით.
„ეს ყველაფერი არის ჩვენი სწორი ეკონომიკური პოლიტიკის და სწორი მენეჯმენტის დამსახურება. გარდა ამისა, ეს არის იმის დამსახურება, რომ ქვეყანაში არის შენარჩუნებული მშვიდობა. ეს არის ის, რასაც მიაღწია ჩვენმა ხელისუფლებამ. ჩვენი ამოცანა არის, რომ მინიმუმ იგივე შედეგი გავიმეოროთ 2025 წლისთვის, მინიმუმ 9%-იანი ეკონომიკური ზრდა. ეს არის ის სამიზნე მაჩვენებელი, რაც მიზნად გვაქვს დასახული 2025 წლისთვის. მგონია, რომ ეს არის აბსოლუტურად რეალისტური ამოცანა“, – განაცხადა ირაკლი მ.
ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს