– კონკრეტული პოლიტიკოსები საქართველოდან მიდიან აშშ-ში იმისათვის, რომ 220 000 კაცს შორის აღმოჩნდნენ და მიიღონ მონაწილეობა პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაში, ეს არის მათი არჩევანი

პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციას ესწრება 220 000 ადამიანი – ინაუგურაციას არ ესწრებიან პოლიტიკური ლიდერები – კონკრეტული პოლიტიკოსები საქართველოდან მიდიან ამერიკის შეერთებულ შტატებში იმისათვის, რომ 220 000 კაცს შორის აღმოჩნდნენ და ამ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღონ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მსგავს ღონისძიებებში შეიძლება ისეთი ადამიანების მიწვევა, რომლებსაც არავითარი კავშირი არ აქვს რაიმე ოფიციალურ სტატუსთან.
„პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციას ესწრება 220 000 ადამიანი, ეს არის ოფიციალური მონაცემი, რაც არის გამოქვეყნებული და ინაუგურაციას პოლიტიკური ლიდერები არ ესწრებიან. მას ესწრებიან ამომრჩევლები და კონკრეტული ადამიანები, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნიდან, მაგრამ პოლიტიკური ლიდერები ასეთ ღონისძიებებში არ მონაწილეობენ, იქედან გამომდინარე, რომ ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაცია არის მიჩნეული, როგორც არსებითად ეროვნული დღესასწაული და ღონისძიება. თუმცა ასეთ ღონისძიებებში შეიძლება ისეთი ადამიანების მოწვევა, რომლებსაც არავითარი კავშირი არ აქვს რაიმე ოფიციალურ სტატუსთან და თქვენ იცით, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები საქართველოდან მიდიან ამერიკის შეერთებულ შტატებში იმისათვის, რომ 220 000 კაცს შორის აღმოჩნდნენ და ამ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღონ, ეს არის მათი არჩევანი.
იქედან გამომდინარე, რომ თავისი პროტოკოლი აქვს პრეზიდენტის ინაუგურაციას და აქ არ არის უცხოელი პოლიტიკოსების ლიდერების მონაწილეობა, ჩვენ გვაქვს შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული, თუმცა რა თქმა უნდა, ამასთან ერთად ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სუფთა ფურცლიდან ჩამოყალიბდეს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, ამისათვის ჩვენი მხრიდან არის სრული ღიაობა, მთავარია, რომ ახალი ადმინისტრაციის მხრიდან გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

„სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“ – აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 600 საათამდე ან პატიმრობას 3 წლამდე ვადით

ვახტანგ ძაბირაძე: ის, რაც ქალბატონმა მაკა ბოჭორიშვილმა ილაპარაკა, ეს არა თუ ხელისუფლების წარმომადგენელმა, არამედ ნებისმიერმა ქართველმა სადმე შეიძლება თქვას. მხედველობაში მაქვს ის, რომ საქართველოს კარგი გეოგრაფია აქვს და ასე შემდეგ