მედია – ევროკავშირი, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე უნგრეთის ვეტოს თავიდან ასაცილებლად, ბელგიის მეფესთან დაკავშირებული კანონის გამოყენებას განიხილავს

ევროკავშირის ოფიციალური პირები განიხილავენ დამატებით ზომებს, მათ შორის ბელგიის მეფესთან დაკავშირებული 81 წლის წინ მიღებული კანონის გამოყენებას, რათა ს წინააღმდეგ სანქციები დაიცვან მას შემდეგ, რაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, სანქციების გახანგრძლივებაზე ვეტოს დადებით დაიმუქრა, – ინფორმაციას The Financial Times-ი ავრცელებს.
გამოცემას განხილვაში ჩართულმა ოთხმა წყარომ განუცხადა, რომ ომის დროს დეკრეტი განიხილება, როგორც ერთ-ერთი ვარიანტი იმისთვის, რომ რუსეთის გაყინული 190 მილიარდი ევრო ევროკავშირში შეინარჩუნონ, თუ უნგრეთი სანქციების განახლებას ვეტოს დაადებს. კერძოდ, იმის გამო, რომ სახელმწიფო აქტივები ფიზიკურად ბელგიურ კომპანიაში ინახება, 1944 წელს მიღებული დეკრეტი მეფე ფილიპეს საშუალებას აძლევს აქტივების ქვეყნიდან გატანა დაბლოკოს.
გამოცემის ცნობით, ორბანმა განაცხადა, რომ ელოდება ს ინაუგურაციას -ის პრეზიდენტის პოსტზე და თუ ტრამპი მოსკოვის მიმართ აშშ-ის სანქციებს შეამსუბუქებს, ის მოითხოვს, რომ ევროკავშირმაც იგივე გააკეთოს.
ამასთან, ორბანმა სახელმწიფო რადიოს განუცხადა, რომ ბრიუსელი ახალ ვითარებასთან უნდა ადაპტირდეს.
„დროა, სანქციები ფანჯრიდან მოვისროლოთ და რუსეთთან სანქციების გარეშე ურთიერთობა დავამყაროთ“, – აღნიშნა ორბანმა.
მისი თქმით, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობასთან ერთად ომის საფრთხე შემცირდება, მაგრამ შემდგომი უდიდესი საფრთხე ენერგორესურსების ფასები იქნება.
„შემდეგი ყველაზე დიდი საფრთხის წყარო ენერგომატარებლების ფასებია. ჩვენ უნდა ავიცილოთ ბრიუსელისთვის სანქციების დაწესება და უნდა უზრუნველვყოთ არსებული სანქციების აღმოფხვრა, რათა ენერგორესურსების ფასები შემცირდეს“, – აღნიშნა ორბანმა.