სალომე ზურაბიშვილი ვაშინგტონში ჩავიდა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ჩავიდა ვაშინგტონში, სადაც -ის პრეზიდენტად არჩეული ს ინაუგურაციას დაესწრება.
ზურაბიშვილი ცერემონიაზე ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა მიიწვია. ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.
შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრი, „ჰელსინკის კომისიის” თავმჯდომარე ჯო უილსონი იმ ამერიკელ და ევროპელ პოლიტიკოსებს შორისაა, რომლებიც საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად კვლავ სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევენ და შესაბამისად, არ აღიარებენ 2024 წლის 26 ოქტომბერს არჩეული პარლამენტის, მის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის და „ქართული ოცნების” ხმათა უმრავლესობით კოლეგიის მიერ პრეზიდენტად არჩეული ს ლეგიტიმურობას.
26 ოქტომბრის ს შედეგებს არ აღიარებენ ოპოზიციური პარტიები და სალომე ზურაბიშვილი, რომლებიც ახალ არჩევნებს მოითხოვენ.
ახალი არჩევნებია ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა მოქალაქეთა საპროტესტო აქციებზე, რომლებიც 2024 წლის 28 ნოემბრიდან, მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც „ქართული ოცნების” მთავრობამ გადაწყვიტა 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დააყენოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.
სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვაშინგტონში ვიზიტისას დაგეგმილია „მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები”. ვისთან, პრესსამსახური არ აკონკრეტებს.
21 იანვარს სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობას მიიღებს ატლანტიკურ საბჭოში დაგეგმილ განხილვაში, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ ლანდშაფტს და ს მავნე გავლენის საფრთხეს ეხება.
ფორუმი