თინა ბოკუჩავა საგამოძიებო კომისიაზე – გამომამწყვდიოს კობახიძემ ციხეში – ვისთან უნდა ვითანამშრომლო? რაზე უნდა ვუპასუხო ივანიშვილის რუსულ რეჟიმს?

ვისთან უნდა ვითანამშრომლო? მაინტერესებს, რაზე უნდა ვუპასუხო ივანიშვილის რუსულ რეჟიმს? – ასე უპასუხა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ კითხვას, ითანამშრომლებს თუ არა ის მმართველი გუნდის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიასთან, რომლის შექმნასაც პარლამენტში „ქართული ოცნება“ გეგმავს.
ბოკუჩავას თქმით, მისთვის გაუგებარია, რისთვისაც ასამართლებენ „ნაციონალურ მოძრაობას“.
„რაზე მასამართლებს – ქვეყნის სიყვარულისთვის, ქვეყნის სამსახურისთვის, იმისთვის, რომ ვიცავ ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანს თბილისში, ბრიუსელში, ვაშინგტონში, რუსთაველზე თუ ნებისმიერ სხვა ქალაქში? ერთადერთი გამოძიება, რომელიც იქნება, ამ რუსული დანაშაულებრივი რეჟიმის წინააღმდეგ იქნება, მაგრამ არა პოლიტიკურად მართული, არამედ დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყებების მიერ, რომელიც კეთილსინდისიერების ტესტის შედეგად იქნება შედგენილი და რომლის შედგენაშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები, საქართველოს საერთაშორისო მეგობრები და საზოგადოების კონსენსუსზე იქნება დაფუძნებული”,- განაცხადა ბოკუჩავამ.
ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ კობახიძის განცხადებით, ვინც არ ითანამშრომლებს, მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ბოკუჩავამ ასე უპასუხა: „გამომამწყვდიოს მ ციხეში“.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ტუმასიანი: ვთხოვ ჩვენს მედიას, არ და აღარ გამოიყენოთ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის დამრღვევი და კონფლიქტის ეპოქის ტერმინი ე.წ. “ზანგეზურის დერეფანი”. შეერთებულმა შტატებმა სწორედ ამ მავნებელი ორი სიტყვის გამო შეიმუშავეს ახალი სახელი

ნარკოდანაშაულში ბრალდებული თედო აბრამოვი მოსამართლეს – დილის ექვს საათამდე ვერ დავიძინე იმაზე ფიქრში, რა ხდება ქვეყანაში და რა ხდება ჩემს თავს, საგიჟეთია – ერთს ვითხოვ, სამართლიანი გადაწყვეტილება იყოს მიღებული, უდანაშაულო ვარ