იტალიის თავდაცვის მინისტრი, გვიდო კროზეტო ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია იტალიის საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს.
საელჩოს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში კროზეტო კიევში რამდენიმე შეხვედრას გამართავს.
აღსანიშნავია, რომ დღესვე კიევში გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი ჩავიდა, რომელიც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი 9 იანვარს გვიდო კროზეტოს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილ რაკეტებზე, რომელიც იტალიამ, შესაძლოა, უკრაინას მიაწოდოს.