კორეის იმპორტიორთა ასოციაციის ყოველწლიურ შეხვედრაზე საქართველოს ელჩს თარაშ პაპასქუას KOIMA-ს საპატიო ჯილდო გადაეცა

სეულში, კორეის იმპორტიორთა ასოციაციის (KOIMA) 53-ე შეხვედრაზე KOIMA-ს თავმჯდომარემ ბიუნგ-კვან კიმმა საქართველოს ელჩს თარაშ პაპასქუას საპატიო ჯილდო გადასცა გასული წლის განმავლობაში საქართველო-კორეას შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებასა და ეკონომიკური ურთიერთობების ხელშეწყობაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის. ჯილდოები ასევე გადაეცათ ლიტვის, უკრაინის, ფილიპინებისა და ინდოეთის ელჩებს.
ღონისძიება, რომელსაც 300-მდე სტუმარი ესწრებოდა, ყოველწლიურ ხასიათს ატარებს და მასში KOIMA-წევრი იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობას იღებდნენ კორეის სამთავრობო უწყებების, ბიზნესს ორგანიზაციების, ასოციაციებისა და ასევე დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები.
საღამოზე დამსწრე სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო, რომელიც საელჩოს მხარდაჭერით, KOIMA-სთან თანამშრომლობით გახდა შესაძლებელი.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება ნია იმნაძის 10 თვის შემდეგ დაკავება, მტკიცებულებებში არ ფიქსირდება „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი