„ვერავითარ ხელახალ არჩევნებზე ვერ იქნება საუბარი იმ პირობებში, როდესაც ქართველმა ხალხმა ძალიან მკაფიოდ გამოხატა საკუთარი ნება“ – ირაკლი კობახიძე

ვერავითარ ხელახალ არჩევნებზე ვერ იქნება საუბარი იმ პირობებში, როდესაც ქართველმა ხალხმა ძალიან მკაფიოდ გამოხატა საკუთარი ნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, არჩევნებზე მმართველი გუნდის შედეგსა და მეორე ადგილზე გასული პარტიის შედეგს შორის თითქმის ხუთმაგი სხვაობაა, შესაბამისად, ხელახალ არჩევნებზე საუბარი ვერ იქნება.
„რა ხელახალ არჩევნებზეა საუბარი, როდესაც ჩატარდა აბსოლუტურად გამართულად და ქართველმა ხალხმა ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა საკუთარი ნება. ჩვენ ძალიან დიდი უპირატესობით მოვიგეთ ეს არჩევნები, სხვაობა ჩვენს შედეგსა და მეორე ადგილზე გასული პარტიის შედეგს შორის არის დაახლოებით ხუთმაგი, ასეთ პირობებში საერთოდ რაზეა საუბარი. შესაბამისად, არ მიკვირს ევროკავშირის ასეთი პოზიცია. ბუნებრივია, ვერავითარ ხელახალ არჩევნებზე ვერ იქნება საუბარი იმ პირობებში, როდესაც ქართველმა ხალხმა ძალიან მკაფიოდ გამოხატა საკუთარი ნება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს

ასევე დაგაინტერესებთ

ქმედებები, გადაწყვეტილებები და კანონმდებლობა, რომელიც ხელისუფლებამ ბოლო წლის განმავლობაში მიიღო, საქართველოს ევროკავშირში წევრობასთან დაახლოების ნაცვლად, აშორებს და ამას შედეგები მოჰყვება – ჰერჩინსკი