კობახიძე: როცა გამხელენ, რომ ხარ ნაცი, ჯაშუში, თმენით უნდა შეხვდე, ეს ვერ მოითმინა გახარიამ

“როდესაც გამხელენ და გეუბნებიან, რომ ხარ ნაცი, ჯაშუში, ამას თმენით უნდა შეხვდე – ეს ვერ მოითმინა გახარიამ და მიიღო პასუხი ამასთან დაკავშირებით”, – ასე ეხმაურება ქართული ოცნების პრემიერი გიორგი გახარიაზე თავდასხმის ფაქტს.
“ნახეთ, ხშირად საუბრობენ ხოლმე პოლიტიკოსებთან მიმართებით თმენის ვალდებულებაზე. არ ვიცი, ეს როგორ არის პოლიტიკოსებთან მიმართებით, ჩემი შეხედულება მაქვს ამაზე, მაგრამ როცა ხარ ნაცი და როცა ხარ ჯაშუში, იქ ნამდვილად გაქვს შენ თმენის ვალდებულება. როდესაც შენ გამხელენ და გეუბნებიან, რომ ხარ ნაცი, ხარ ჯაშუში, ამას თმენით უნდა შეხვდე. ეს ვერ მოითმინა გახარიამ და მიიღო პასუხი ამასთან დაკავშირებით. მან წამოიწყო ძალადობრივი დაპირისპირება, რაც, რა თქმა უნდა, უპასუხოდ არ დარჩა, ეს არის ბუნებრივი, სამწუხარო მოვლენა, მაგრამ ნუ, ბუნებრივია, გასაგებია, იყო რეაქცია ამასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ როცა ხარ ჯაშუში და როცა ხარ ნაცი, შენ გეკისრება თმენის ვალდებულება”, – თქვა მან.
15 იანვარს გვიან ღამით გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას ბათუმში, სასტუმრო შერატონში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორნდენ. სასტუმროში ასევე იმყოფებოდა მედიაექსპერტი და ჟურნალისტი ზვიად ქორიძეც, რომელიც ჰყვება, რომ თავდამსხმელები მასაც ემუქრებოდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მოადგილე გიორგი მანველიძემ კი ქილა ესროლა.
ზვიად ქორიძის თქმით, თავს არალეგიტიმური პარლამენტის წევრი დიტო სამხარაძე სხვა პირებთან ერთად დაესხათ.
გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე -მ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.