-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა. 200-ზე მეტ იურიდიულ პირს შეეხო შეზღუდვები, მათ შორის „უმკ სტალს“, საგამოფენო ცენტრ „პატრიოტს“ და „ვოენტორგს“. სანქციების სიაში ასევე არის ფედერალური სახელმწიფო უნიტარული საწარმო „ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური“. ეს არის რუსული იურიდიული პირი, ის შექმნილია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის, რომელიც ამჟამად მდებარეობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის კონტროლქვეშ.
გარდა ამისა, სანქციები შეეხო რუსეთის რამდენიმე ქარხანას, ასევე „პოჩტა-ბანკს“.
შეზღუდვები ასევე შეეხო კომპანიებს ჩინეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და თურქეთიდან.
პირადი სანქციები 16 პირს დაეკისრა. ძირითადად ესენი არიან ბიზნესმენები, რომლებიც დაკავშირებული არიან სანქციებს დაქვემდებარებულ კომპანიებთან.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ -ის მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აპირებს რუსეთის წინააღმდეგ მაქსიმალური სანქციების დაწესებას მისი ვადის ამოწურვამდე იანვარში, რათა ძირი გამოუთხაროს რუსეთის სამხედრო მანქანას. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს