გიორგი ოკმელაშვილის განაჩენს 24 იანვარს გამოაცხადებენ

2024 წლის მაისში, პროევროპული აქციების ერთ-ერთი მონაწილის, გიორგი ოკმელაშვილის განაჩენი 24 იანვარს, 14:00 საათზე გამოცხადდება. საქმეს მოსამართლე გიორგი გელაშვილი განიხილავს.
„ოკმელაშვილი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების – აუცილებელი თავდაცვისა და სხვა პირების დაცვის – ფარგლებში. ამ ვიდეოში [მტკიცებულებაში] ჩანს, რომ პოლიციელები უახლოვდებიან დემონსტრანტებს. იმ დემონსტრანტებს, რომელთან ნაწილი შემთხვევამდე რამდენიმე ხნით ადრე გაიტაცეს. ეს კადრები რასაც ასახავს, გატაცებაა, დაკავება არ არის“, – თქვა ადვოკატმა, კობა ბარამიამ.
მან სხდომაზე მოითხოვა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით (ნარკოტიკული საშაულებების შენახვა) წაყენებული ბრალის მოხსნას, რასაც პროკურორი დაეთანხმა. ამ მუხლით ჩადენილ დანაშაულს პარლამენტის მიღებული ამნისტიის კანონი შეეხო.
მოსამართლემ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა, შესაბამისად მას გამოძიება ედავება მხოლოდ 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს (პოლიციელზე თავდასხმა). დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
საქმის არსებითი განხილვა მიმდინარე წლის 16 ივლისს დაიწყო. ამ საქმეზე ბოლო სხდომა 3 ოქტომბერს ჩატარდა. ამის შემდეგ სხდომა ფაქტობრივად აღარ გამართულა. 2024 წლის 15 ოქტომბრის სხდომა პროკურორის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო. ამის შემდეგ დასკვნითი სხდომა 12 დეკემბერს დაინიშნა. სასამართლო სხდომის გადადება საქმის პროკურორმა მოითხოვა, ვინაიდან, მისი თქმით, მზად არ იყო დასკვნითი სიტყვისთვის. მოსამართლე ამ მოთხოვნას დაეთანხმა.
უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ გამოთქვამს ვარაუდს, რომ სასამართლო შეგნებულად აჭიანურებდა 2024 წლის გაზაფხულზე დაკავებულების, „გენტების კანონის“ მოწინააღმდეგეების საქმეების განხილვას. საიას შეფასებით, ეს უკავშირდებოდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, ს ვადის ამოწურვას, რათა მას არ შეეწყალებინა „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლების დროს დაკავებულები.
ამავეს ფიქრობს, ოკმელაშვილის ადვოკატი კობა ბარამიაც. მან ეს აზრი გააჟღერა სასამართლო სხოდმებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

რატი იონათამიშვილი ევროპარლამენტის განცხადებაზე – დღეს რადიკალების აქციაა და ამ ჩავარდნილ აქციას რომ სული შეუბერონ, უქმე დღეს უნდათ სამსახურში გამოიყვანონ აგენტურა – სცენარიც ნაცნობია და შედეგიც: კიდევ უფრო მეტად ჩავარდნა

მამუკა მდინარაძე – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე უარი თქვენ თქვითო და პროტესტს ამით კვებავდნენ, თურმე „ავტორიტარული მმართველობის“ ბრალია და კურსი უნდა შევცვალოთ – როგორც ჩანს, ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი არ ჭრის და დამატებითი ზომებია საჭირო