რუსებმა უკრაინის მიმართულებით 40-ზე მეტი რაკეტა და 70-ზე მეტი დრონი გაუშვეს

რუსებმა უკრაინის მიმართულებით 40-ზე მეტი რაკეტა და 70-ზე მეტი დრონი გაუშვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„კიდევ ერთი მასიური რუსული შეტევა. შუა ზამთარში რუსების სამიზნე უცვლელი რჩება: ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, ბუნებრივი აირისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, რომელიც ადამიანების ნორმალურ ცხოვრებას უზრუნველყოფს. თავდასხმის დროს 40-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს, მათ შორის ბალისტიკური რაკეტები. მათგან, სულ მცირე, 30 განადგურდა. ასევე, 70-ზე მეტი დრონი გაუშვეს“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.
მისი თქმით, ვაშინგტონში ნატო-ს სამიტის და „რამშტაინის“ ფორმატში გამართული შეხვედრის დროს გაცემული დაპირებები ბოლომდე ჯერ კიდევ არ შესრულებულა.
„ყველას მადლობელი ვართ, ვინც ჩვენს სახელმწიფოს ეხმარება, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენს ქვეყანას არ ეხება. სწორედ ახლა, უკრაინის დაცვის გზით, ჩვენ განვსაზღვრავთ, შეუძლია თუ არა ევროპასა და დემოკრატიულ სამყაროს ომების შეჩერება“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, დღეს დილით, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე მასიური სარაკეტო იერიში განახორციელა. ს იერიშის შედეგად, უკრაინის რამდენიმე ოლქში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა.