ბათუმის კულტურულმა ცენტრმა საახალწლო კონცერტებში მონაწილე მუსიკოს-შემსრულებლებთან 436 000 ლარამდე ღირებულების ხელშეკრულებები გააფორმა

ბათუმში, უწყვეტი საპროტესტო აქციების პარალელურად, საახალწლო გასართობი ღონისძიებებიც მიმდინარეობს. საზეიმო კონცერტები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. კერძოდ, მუნიციპალურმა ორგანიზაცია „ს კულტურის ცენტრმა“ სხვადასხვა ჯგუფსა და მომღერალთან 435 900 ლარზე მეტი ღირებულების ხელშეკრულებები გააფორმა. ყველა ხელშეკრულება გაფორმებულია გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე, გამარტივებული შესყიდვის ფარგლებში. მუსიკოს-შემსრულებლებს შორის, ძირითადად, ისინი არიან, ვინც მუნიციპალური თუ ცენტრალური ბიუჯეტების მიერ დაფინანსებულ ღონისძიებებში მანამდეც არაერთხელ მონაწილეობდა. მათი ჩამონათვალი და სახელშეკრულებო ღირებულება მოცემულია ცხრილ 1-ში.

ცხრილი 1. ბათუმის საახალწლო ღონისძიებებში მონაწილე შემსრულებლები და მათი ჰონორარი, რომელიც ბათუმის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 2025 წლის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება

ვრცლად