გიგა ლემონჯავა – რამდენიმე დღეში იარსებებს დოკუმენტი, რომლის გარშემოც უნდა შედგეს სამოქალაქო კონსენსუსი, რა წესით უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები

დღევანდელი შეხვედრის მერე ძალიან მკაფიო გახდა, რომ ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით აუცილებლად იარსებებს შეთანხმება როგორც პოლიტიკურ ჯგუფებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას შორის, – ამის შესახებ პარტია “დროას” წევრმა გიგა ლემონჯავამ მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ლემონჯავას თქმით, ქვეყანაში აუცილებლად ჩატარდება ახალი და ხელისუფლებას ჩამოშორება.
“ამ ქვეყანაში აუცილებლად შედგება ახალი არჩევნები და ამ არჩევნებში ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად ჩამოშორება ხელისუფლებას. ჩვენ უნდა გვქონდეს ძალიან მკაფიო პოზიცია იმასთან დაკავშირებით, როგორ და რა წესით ჩატარდება ეს არჩევნები.
არ არსებობს საკითხი ოპოზიციურ პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოებას შორის, რომელთან დაკავშირებითაც ვერ შედგება კონსენსუსი. დღევანდელმა შეხვედრამ ესეც დაადასტურა კიდევ ერთხელ, ყველა საკითხზე შესაძლებელია შეთანხმების მიღწევა.
ძალიან მალე, რამდენიმე დღეში იარსებებს დოკუმენტი, რომელზეც იარსებებს ფართო პოლიტიკური, ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი, რომლის გარშემოც უნდა შედგეს, რაც მთავარია სამოქალაქო კონსენსუსი, რა წესით უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ამ შეხვედრის მერე ძალიან მკაფიო გახდა, ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით აუცილებლად იარსებებს შეთანხმება როგორც პოლიტიკურ ჯგუფებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას შორის”, – განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია მეზვრიშვილი გიორგი გახარიაზე თავდასხმაზე – დანაშაულის ადგილზე პერიმეტრი რომ განზრახ არ იყო დაცული და პოლიცია დაგვიანებით მივიდა, ამის მტკიცებულება არსებობს – მტკიცებულებების განადგურება უკვე იკვეთება

პაატა დავითაია – გიორგი გახარიაზე განხორციელებული თავდასხმა და ძალადობა ოპონენტებზე, ხელს უწყობს უმართავ პროცესს საზოგადოებაში, რაზეც პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას აკისრია