„კაგებეშნიკური“ ხელწერა ეტყობა – ნიკა გილაური მისი ძმის „დასასანქცირებელთა სიაში“ მოხვედრაზე

ბიზნესმენი ნიკა გილაური აცხადებს, რომ მისი ძმის, „საქართველოს კაპიტალის“ აღმასრულებელი დირექტორის, ირაკლი გილაურის მოხვედრა სანქცირების მოთხოვნით მარკო რუბიოსთვის გაგზავნილ სიაში ჰგავს „პროცესის მადისკრედიტირებელ ოპერაციას, რომელსაც კარგად ეტყობა „ე.წ კაგებეშნიკური ხელწერა“.
„ჩემი ძმის ამ სიაში ჩასმის ინიციატორები, სავარაუდოდ, სწორედ ისინი არიან, ვინც რეალურად არის და უნდა იყვნენ ამ სანქციების სამიზნე“, – აცხადებს ნიკა გილაური.
რადიო თავისუფლების ცნობით, სია, რომლითაც 25 პირის, – მათ შორის ირაკლი გილაურის, – სანქცირებაა მოთხოვნილი, -ის მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კონგრესიდან გაეგზავნა.
„არც „სასარგებლო იდიოტების“ გამოყენების გარეშე მოხდებოდა ეს ამბავი, თუმცა „არა არს დაფარული, რაიც არ გაცხადდეს“, და ამის შესახებ ინფორმაციას დამატებით მოგაწვდით“, – წერს ნიკა გილაური ფეისბუკზე 14 იანვარს გაქვეყნებულ პოსტში.
მისი განცხადების თანახმადვე, ამის მიზანი „რეჟიმის რეალური მაცოცხლებელი ქსელიდან ფოკუსის გადატანა და მისი სიმწვავის განელებაა“, რაც „კაგებეშნიკური“ მიდგომაა: „თუ ვერ აჩერებ პროცესს რომელიც შენ წინააღმდეგ მუშაობს მაშინ ამ პროცესის დისკრედიტაცია უნდა მოახდინო“.
გილაური ასევე წერს, რომ თავისი არხებით დაუკავშირდა აშშ-ის კონგრესსა და მომავალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. „დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეცდომა მალე გასწორებული იქნება. ხოლო ის ადამიანები კი ვიზეც მართლაც დგას ეს რეჟიმი აუცილებლად დასანქცირდებიან“.
„როგორც დამარწმუნეს ჩემმა ამერიკელმა მეგობრებმა, ეს სია დასაკალიბრებელია – შეიძლება ვიღაც არასწორად მოხვდა (სხვადასხვა მიზეზების გამო და ესეც გაირკვევა) და ვიღაც კი დასამატებელი იყოს“, – წერს ნიკა გილაური.
წინა დღეს, 13 იანავრს „საქართველოს კაპიტალის“ დირექტორთა საბჭომ განაცხადა, რომ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორისადმი, ირაკლი გილაურისადმი „სრული ნდობა გააჩნია“, არ ეთანხმება მისდამი სანქციების დაწესებაზე მოსაზრებას და ასევე აცხადებს, რომ კომპანია პოლიტიკურ პროცესში არ ერევა.
ნილაური ხაზს უსვამს, რომ „საქართველოს კაპიტალი“ ლონდონის ბირჟაზე განთავსებული კომპანიაა, რომელიც „მართავს ამერიკული და ევროპული უმსხვილესი ფონდების ფულს“.
„ჩემი ძმა კი არის „საქართელოს კაპიტალის“ დირექტორი, რომელსაც ამ დასავლურმა ფონდებმა თავისი ფული ანდეს იმისათვის, რომ მას საქართველოში ინვესტიციები გაეკეთებინა. ძალიან ცოტა ადამიანია საქართველოში, ვისაც ასეთ ნდობას უცხადებენ დასავლური ფონდები და ვისაც ამხელა თანხების მოტანა შეუძლია ჩვენს ქვეყანაში“, – აცხადებს ნიკა გილაური.
მისი თქმითვე, გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტორიც: „სწორედ იმის გამო, რომ ამ კომპანიის აქციები ლონდონის ბირჟაზე ივაჭრება, მას აქვს ძალზედ მკაცრად გაწერილი ნებისმიერ პოლიტიკურ პროცესში არ-მონაწილების წესები, რაც საქართველოში ხანდახან არასწორად „ითარგმნება“ ხოლმე – თითქოს სიჩუმე თანხმობის ნიშანია“.
სია, რომლითაც 25 პირის, მათ შორის ირაკლი გილაურის, სანქცირებაა მოთხოვნილი, მარკო რუბიოს კონგრესიდან გაეგზავნა.
„დირექტორთა საბჭოს არ გააჩნია ინფორმაცია ზემოაღნიშნული სიის წარმომავლობასთან დაკავშირებით. თუმცა, დირექტორთა საბჭო აქტიურად მუშაობს აშშ-ის ოფიციალურ პირებთან გარემოებების გარკვევის მიზნით“, – წერია „საქართველოს კაპიტალის“ დირექტორთა საბჭოს მიერ 13 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში.
ნიკა გილაური წერს, რომ ამ საკითზე არ სურდა კომენტარის გაკეთება მანამ, სანამ „საქართელოს კაპიტალის“ დირექტორთა საბჭო არ გააკეთებდა განცხადებას.
დირექტორთა საბჭოს აკომპლექტებენ თავად ირაკლი გილაური, უფროსი არააღმასრულებელი დირექტორი დევიდ მორისონი და სამი არააღმასრულებელი დირექტორი: მასიმო ჯეზუა სივე სალვადორი, მარია შატი-გოტიე და ნილ ჯენინი.
„დირექტორთა საბჭოს გააჩნია სრული ნდობა ირაკლი გილაურისადმი და არ ეთანხმება არანაირ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც აშშ-ის ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის მთავრობა შესაძლოა, განიხილავდეს მის წინააღმდეგ რაიმე მოქმედების განხორციელებას“, – განაცხადა დირექტორთა საბჭომ.
„დარწმუნებული ვართ, რომ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენისა და განხილვის შედეგად, ნებისმიერი უფლებამოსილი ორგანო გაიზიარებს ჩვენს შეხედულებას“, – წერია განცხადებაში.
„საქართველოს კაპიტალი“ ასევე წერდა, რომ „აგრძელებს კორპორატიული მართვის უმაღლესი სტანდარტებით მოქმედებას“ და „მიმართავს ყველა საჭირო ზომას კომპანიისა და ირაკლი გილაურის მიმართ დაუსაბუთებელ ბრალდებებზე საპასუხოდ“.
რადიო თავისუფლებამ 2025 წლის 9 იანვარს გაავრცელა ცნობა წყაროზე დაყრდნობით, რომ შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი, რომლითაც მას „ქართული ოცნების“ „ავტორიტარული მმართველობის, ს გაყალბებისა“ და „ჩინეთის, სა და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრის“ შესახებ ატყობინებენ.
ამავე წერილში, რომელიც ინფორმირებული წყაროს ცნობით, 2025 წლის 9 იანვარს გაეგზავნა რუბიოს, ჩამოთვლილია საქართველოს პოლიტიკურ და ბიზნესსცენაზე მყოფი 25 ადამიანი, – „ივანიშვილის „მაცოცხლებელთა“ [enablers] ქსელი“, – რომლებიც, წერილის თანახმად, არიან „ელიტური გარემოცვა, კორუმპირებული ფინანსური მუშაკები, პროპაგანდისტები და ისინი, ვინც რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს ამუშავებენ“.
აღნიშნულ სიაში იყვნენ „ს ოჯახისა და ახლო წრის წევრები“, „ქართული ოცნების“ ლიდერები, მინისტრები და სახელმწიფო თანამდებობის პირები, მოსამართლეები და „კორუმპირებული ფინანსური „გამაძლიერებლები“ ეკონომიკის სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის მედიიდან.
სიაში, რომელიც ს მიერ სახელმწიფო მდივნად დასახელებულ მარკო რუბიოს გაუგზავნეს, იყო ირაკლი გილაურის სახელიც. იგი მოხსენიებული იყო, როგორც „კორუმპირებული ფინანსური „გამაძლიერებელი“ [enabler]“. წერილში მოყვანილი ფორმულირების სხვა დეტალები, – ისევე როგორც სხვა ადამიანების შემთხვევაში, – მითითებული არ ყოფილა.
ირაკლი გილაური არის „საქართველოს კაპიტალის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი.
მისი ძმა, ნიკა გილაური ბიზნესმენია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობაში ჯერ ენერგეტიკის მინისტრის (2004-07), ფინანსთა მინისტრისა (2007-09) და შემდეგ პრემიერ-მინისტრის (2009-12) პოსტს იკავებდა.
2012 წლის შემდეგ გააგრძელა ბიზნესსაქმიანობა და დააფუძნა საკონსულტაციო ფირმა „რეფორმატიკსი“ (Reformatics).
ამასთან, ნიკა გილაურმა 2024 წლის დეკემბერში, – პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციების დაწყების შემდეგ, – აქციაზე ნაცემი მოქალაქეების დასახმარებლად შექმნა საქველმოქმედო ფონდი, Prosperity Georgia.
ბიძინა ივანიშვილს შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები 2024 წლის 27 დეკემბერს დაუწესა. სანქციები ეხება Credit Suisse-თან მის დავასაც.
აშშ-ის ხელისუფლებას ქართველი, ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები მრავალი თვეა, მოუწოდებენ ივანიშვილისა და მისი წრისათვის სანქციების დაწესებისაკენ. ივანიშვილის გარემოცვის და „პრივილეგირებული ბიზნესმენების“ სანქცირების საჭიროებაზე 9 იანვარს ისაუბრა მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც.
აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს ტრამპის ადმინისტრაციაში მარკო რუბიო ჩაანაცვლებს. აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს არის დაგეგმილი.
ფორუმი