“თიბისი” ბანკი: “თიბისი” ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის უპირობო მხარდამჭერი

” ბანკის დირექტორთან სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომერციული ბანკი განცხადებას ავრცელებს.

“თიბისი” ბანკი, როგორც ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული საერთაშორისო კომპანია, წერს, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის უპირობო მხარდამჭერად რჩება.

“თიბისი პატივს სცემს და განუხრელად იცავს მისი გუნდის წევრების კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას” – ნათქვამია განცხადებაში.

თიბისი, როგორც ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული საერთაშორისო კომპანია, პატივს სცემს და განუხრელად იცავს მისი გუნდის წევრების კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას. 

საბანკო სერვისების შეუფერხებლად მიწოდება კრიტიკულად მნიშვნელოვანია საზოგადოების თითოეული წევრისთვის, რისი უზრუნველყოფაც ჩვენი, როგორც ფინანსური ინსტიტუტის უპირველესი პასუხისმგებლობაა. 

თიბისი ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის უპირობო მხარდამჭერი.” – განაცხადა “თიბისი” ბანკმა. 

ცნობისთვის, დღეს, 13 იანვარს, სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებმა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის დირექტორებთან შეხვედრა გამართეს. მოქალაქეებმა მოითხოვეს, რომ 15 იანვარს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვაში თანამშრომლებს ხელი არ შეუშალონ. დახურულ კარს მიღმა შეხვედრები წარმატებით დასრულდა. მოქალაქეებმა ორი კომერციული ბანკისგან მიიღეს პირობა, რომ საკუთარ თანამშრომლებს არ შეზღუდავენ.