იმპიჩმენტის საკითხზე თანამდებობიდან დროებით გადაყენებული სამხრეთ კორეის პრეზიდენტის სასამართლო პროცესი გადაიდო, იუნ სუკ იოლი სასამართლოში არ გამოცხადდა

იმპიჩმენტის საკითხზე თანამდებობიდან დროებით გადაყენებული სამხრეთ კორეის პრეზიდენტის სასამართლო პროცესი გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
სამხრეთ კორეაში იმპიჩმენტის საკითხზე უფლებამოსილებაშეჩერებული პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის სასამართლო პროცესი დაიწყო, თუმცა იგი სასამართლოში არ გამოცხადდა და პროცესი დაწყებიდან რამდენიმე წუთში გადაიდო.
ადვოკატის განცხადებით, ხელისუფლების მიერ მისი დაკავების მცდელობები იოლს სასამართლო პროცესზე საკუთარი პოზიციის გამოხატვაში ხელს უშლის.
შემდეგი სასამართლო სხდომა ხუთშაბათს გაიმართება და თუ მას იოლი კვლავ არ დაესწრება, მაშინ პროცესი მისი ადვოკატების მონაწილეობით გაგრძელდება.
შეგახსენებთ, სამხრეთ კორეის პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო იუნ სუკ იოლს 14 დეკემბერს იმპიჩმენტი გამოუცხადა. თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, გადააყენოს ის პრეზიდენტის პოსტიდან თუ თანამდებობაზე აღადგინოს.

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: როგორ შეიძლება, 20 წლის ბიჭი რომ ხარ და 25 წლის ბიჭი, იგივე აზრზე დარჩე, რის გამოც შენ თითქოს პატრიოტი გახდი, რის გამოც რაღაც ღირებულებები გინდოდა შეგექმნა და ამისთვის დაგეცვა შენი პოზიციები, ეს ყველაფერი გაფერმკლდალდა, გადაიხაზა და აღარაფერი აღარ არსებობს და ვიღას ეწინააღმდეგები?