თსუ-ის სტუდენტები – რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიას ვცვლით, უნივერსიტეტში ვიქნებით და დავრჩებით იქამდე, სანამ საჭირო იქნება – რექტორს კი მოვუწოდებთ, მკაფიოდ დააფიქსიროს პოზიცია

რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიას ვცვლით, აქამდე სტუდენტები თუ რუსთაველზე ვიდექით და იქიდან ვამბობდით ჩვენს სათქმელს, ახლა ჩვენ ჩვენს სასწავლო კერაში, უნივერსიტეტში ვიქნებით და აქ დავრჩებით იქამდე, სანამ საჭირო იქნება, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიმართვისას განაცხადეს.
სტუდენტები პროტესტის ნიშნად უნივერსიტეტში აპირებენ დარჩენას და სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებსაც ანალოგიური ნაბიჯისკენ მოუწოდებენ.
ამასთან, ისინი ადმინისტრაციას და რექტორს მოუწოდებენ, მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე და მაქსიმალურად მხარში დაუდგნენ სტუდენტებს.
„ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ სანამ, ჩვენს თანამებრძოლებს არ მოვუპოვებთ თავისუფლებას და საქართველოს კურსს ევროატლანტიკურ გზაზე არ დავაბრუნებთ. ჩვენი აქ შეკრების მიზეზი კი ერთია – რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიას ვცვლით, აქამდე სტუდენტები თუ რუსთაველზე ვიდექით და იქიდან ვამბობდით ჩვენს სათქმელს, ახლა ჩვენ ჩვენს სასწავლო კერაში, უნივერსიტეტში ვიქნებით და აქ დავრჩებით იქამდე, სანამ საჭირო იქნება. სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს კი მოვუწოდებთ, გააკეთონ იგივე, შემოუერთდნენ თსუ-სა და თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტის ამგვარ ფორმას, ვინაიდან სტუდენტის ხმა ყველაზე ხმამაღლა უნივერსიტეტიდან ისმის. ადმინისტრაციას და რექტორს კი მოვუწოდებთ, მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე და მაქსიმალურად მხარში დაუდგნენ თავიანთ სტუდენტებს, რომლებიც სამართლისთვის ბრძოლის გამო არიან დაკავებულები“,-აცხადებენ სტუდენტები.
მათი განცხადებით, ბრძოლა მანამდე გაგრძელდება, სანამ ახალი არ დაინიშნება და დაკავებულები არ გათავისუფლდებიან.
„დღეს სტუდენტები შევიკრიბეთ თსუ-ს პირველ კორპუსში, რათა ხმამაღლა გავაჟღეროთ, რომ ჩვენ არ გვეშინია. გავაგრძელებთ სამშობლოსთვის ბრძოლას იქამდე, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, რაც გულისხმობს ახალ არჩევნებს და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას, რომელთა რიგებში არიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები“,- ნათქვამია სტუდენტების მიმართვაში.

ასევე დაგაინტერესებთ

რიკარდ იოზვიაკი – ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის არაპოპულარულია – იტალიის ხელმძღვანელობით, დაახლოებით 8 წევრი წინააღმდეგ გამოვიდა და განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობას მიაყენებს ზიანს

გია ხუხაშვილი – 4 ოქტომბერი ვაქციოთ ხელისუფლების იძულების დღედ, ცხელ კვალზე უნდა დავიჭიროთ – არ მივცეთ უფლება, გამოიტანოს დახატული ოქმები, უბნებზე 100 000 კაცი რომ გადანაწილდება, ვნახავთ, რამდენი პოლიციელი ჰყავთ ჩვენს საცემად