მარკ რუტე – მშვიდობის მიღწევა არ მოხდება, თუ პუტინი უკრაინაში თავისას მიაღწევს – პუტინი წარსულში ომების დაწყებით იმუქრებოდა და დაიწყო კიდეც: საქართველო 2008 წელს, უკრაინა 2014 და 2022 წელს, რა იქნება შემდეგი სამიზნე?

წარსულში პუტინი ომების დაწყებით იმუქრებოდა და დაიწყო კიდეც ომები: საქართველო 2008 წელს, 2014 და 2022 წელს. რა იქნება შემდეგი სამიზნე?, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, მშვიდობის მიღწევა არ მოხდება, თუ პუტინი უკრაინაში „თავისას მიაღწევს“.
„ევროპისა და გლობალური უსაფრთხოების მომავალი უკრაინაში ომის შედეგზეა დამოკიდებული. ყველას გვინდა, რომ ომი დასრულდეს, მაგრამ პირველ რიგში გვინდა, რომ მშვიდობა ხანგრძლივი იყოს. არ ვიცი, როგორ ან როდის დასრულდება ომი. ვიცი, რომ მშვიდობის მიღწევა არ მოხდება, თუ პუტინი უკრაინაში თავისას მიაღწევს, რადგან იგი წინსვლას გააგრძელებს. წარსულში ომების დაწყებით იმუქრებოდა და დაიწყო კიდეც ომები: საქართველო 2008 წელს, უკრაინა 2014 წელს და 2022 წელს. რა იქნება შემდეგი სამიზნე? მშვიდობა ხანგრძლივი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ უკრაინა მოლაპარაკებების მაგიდასთან ძლიერი პოზიციით დაჯდება. ამას კი ჩვენი მუდმივი მხარდაჭერა სჭირდება“, – განაცხადა მარკ რუტემ.