Bloomberg-ი: რუსეთის ნავთობით დატვირთული ტანკერები ჩინეთის აღმოსავლეთით ტივტივებს, აშშ-ის სანქციების დაწესების შემდეგ

სამი ტანკერი, რომლებსაც გადააქვს ს ნავთობის ორ მილიონ ბარელზე მეტი, ჩინეთის აღმოსავლეთით, წყალზე ტივტივებს მას მერე, რაც ისინი პარასკევს -ის სანქციების სიაში მოხვდა – იუწყება გამოცემა Bloomberg-ი, ხომალდების კვალის აღრიცხვის მონაცემებზე დაყრდნობით.
გავრცელებული ვარაუდით, ტანკერები ეკუთვნის “ჩრდილოვან ფლოტს” – ტანკერთა ჯგუფს, რომლებსაც იყენებენ რუსეთის ნავთობზე დაწესებული სანქციებისგან თავის არიდების მიზნით.
რადიო თავისუფლების რუსული სამსახური მედიაში გავრცელებულ ცნობებზე დაყრდნობით წერს, რომ კომპანიამ, რომელიც ჩინეთში შანდუნის პროვინციის პორტებს მართავს, აკრძალა სანქციათა ნუსხაში მოხვედრილი ტანკერების მიღება.
აშშ-მა 10 იანვარს შემოიღო მკაცრი სანქციები რუსეთის ნავთობის ორი უმსხვილესი ექსპორტიორის წინააღმდეგ – Gazprom Neft-ის და Surgutneftegas-ის. მათთან, ისევე როგორც კიდევ ათეულობით კომპანიასთან, ახლა იკრძალება ფინანსური კავშირების ქონა დოლარის, ან ამერიკის საფინანსო სისტემის გამოყენებით. შეზღუდვები შეეხო 183 ტანკერს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის დროშებით დაცურავს და, სავარაუდოდ, რუსეთის ნავთობი და ნავთობპროდუქტები გადააქვს დასავლეთის ქვეყნების სანქციების დარღვევით. Bloomberg-ი აშშ-ის სანქციათა ამ ჯერჯერობით ბოლო პაკეტს უწოდებს ყველაზე მკაცრს რუსეთის ისტორიაში.
კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა აშშ-ის ახალი სანქციების პასუხად თქვა, რომ რუსეთის ენერგომატარებლების ექსპორტის დამკვიდრებული მარშრუტების “ასე უბრალოდ გადაჭრა შეუძლებელია”. რუსეთი, მისი თქმით, თავისი ენერგომატარებლებისთვის ალტერნატიულ მარშრუტებს მოძებნის, სანქციათა შედეგების მინიმალიზაციის მიზნით – თქვა პესკოვმა.