მამუკა ხაზარაძე: ჩვენი ქვეყნის ბედი ჩვენს ხელშია და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ რუსმა ოლიგარქმა წაგვართვას ის, რაც გვეკუთვნის ხალხს

“ამერიკის 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ერთი კვირით ადრე ვაშინგტონში ჩვენი ვიზიტის პირველი შეხვედრა, რა თქმა უნდა, ქართული საზოგადოების წარმომადგენლებთან გავმართეთ. ეს წესად მაქვს, როდესაც აქ ჩამოვდივარ, თუმცა ახლა, ამ შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, რადგან დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა ჩვენი დიასპორის აზრის მოსმენა და პოზიციების შეჯერება, რომ ერთ ხმაზე, ერთი სულისკვეთებით ვისაუბროთ ყველა ტრიბუნიდან.
წინ არაერთი მაღალი დონის შეხვედრა გველოდება სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობრებთან სენატიდან, კონგრესიდან, სახელმწიფო დეპარტამენტიდან და სხვადასხვა ოფიციალური სტრუქტურებიდან.
ჩვენი ქვეყნის ბედი ჩვენს ხელშია და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ რუსმა ოლიგარქმა წაგვართვას ის, რაც გვეკუთვნის ხალხს – საქართველოს და მისი ევროპული მომავლის იდეის გამარჯვება!” – წერს სოციალურ ქსელში .

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას