რუსეთი და ირანი ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას 17 იანვარს გააფორმებენ

რუსეთი და ირანი ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას 17 იანვარს გააფორმებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„17 იანვარს ვლადიმერ პუტინი ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანთან მოლაპარაკებებს გამართავს. მოლაპარაკების შემდეგ ვლადიმერ პუტინი და მასუდ ფეზეშქიანი რუსეთსა და ირანს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ხელს მოაწერენ“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
კრემლის ცნობით, მოსკოვში დაგეგმილი შეხვედრის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და ირანის პრეზიდენტი, მასუდ ფეზეშქიანი ორმხრივ, რეგიონულ და საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხებს განიხილავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – გვახსოვს, აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვში სამხედრო აღლუმს ევროპის წამყვანი ქვეყნების წარმომადგენლები დაესწრნენ, თუმცა მაშინ დღის წესრიგში არ იდგა რუსეთის “გაშავება” – შეიცვალა დღის წესრიგი და ამის შემდეგ რუსეთი გახდა “ოკუპანტი”