მედია – კატარმა ისრაელსა და ჰამასს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საბოლოო პროექტი გადასცა

კატარმა ისრაელსა და „ჰამასს“ ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებების შეთანხმების საბოლოო პროექტი გადასცა, – ინფორმაციას The Guardian-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს მოხდა მოლაპარაკებებში მომხდარი „გარღვევის“ შემდეგ, რომელსაც -ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელი, სტივ ვიტკოფი ესწრებოდა. მოლაპარაკებებში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალური პირებიც მონაწილეობდნენ.
„მომდევნო 24 საათი იქნება გადამწყვეტი ნაბიჯი შეთანხმების მისაღწევად,“ – განაცხადა პალესტინელმა ოფიციალურმა პირმა მედიასთან საუბარში.
მისი თქმით, ინფორმაცია, რომელიც კატარის დედაქალაქ დოჰადან მოდის, „ძალიან პერსპექტიულია“.
შეგახსენებთ, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ -ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელეფონო საუბრისას ღაზას სექტორში ცეცხლის 20 იანვრამდე შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა განიხილეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას