პოლონეთის ელჩი – საქართველო და მისი ხალხი არაერთი გამოწვევის წინაშე დგას – მინდა ყველა მოქალაქეს ვუსურვო სამი მთავარი რამ: რწმენა, შედეგები და გამბედაობა

საქართველოში წლის ბოლო ნამდვილად იყო ემოციებით სავსე, თუმცა ეს წელი ნამდვილად არის განსაკუთრებული, რადგან საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა ეძლევა – კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, – ამის შესახებ პოლონეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, მარიუს მაშკევიჩმა კამპანიის „ჩემი ხმა ევროპას“ დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ელჩის განცხადებით, რთულად წარმოსადგენია, რომ 2024 წელი ნაკლებად ინტენსიური და დატვირთული იქნება.
ელჩმა საქართველოს რწმენა, შედეგები და გამბედაობა უსურვა.
„ჩემთვის პრივილეგიაა, რომ ვარ ყველაზე ხანდაზმული ელჩი საქართველოში. დღეს მე მომიწევს დიპლომატიური კორპუსის სახელით საუბარი. მინდა მთელი დიპლომატიური საზოგადოების სახელით მოგესალმოთ. საქართველოში წლის ბოლო ნამდვილად იყო ემოციებით სავსე, თუმცა ეს წელი ნამდვილად არის განსაკუთრებული, რადგან საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა ეძლევა – კანდიდატის სტატუსის მინიჭებით. იმედი გვაქვს, რომ ასე მოხდება. რთულად წარმოსადგენია, რომ 2024 წელი ნაკლებად ინტენსიური და დატვირთული იქნება ყველა ჩვენგანისათვის.
საქართველო და მისი ხალხი არაერთი გამოწვევის წინაშე დგას: უსაფრთხოების მიმართულებით. უპრეცედენტოდ აგრესიულია, იმპერიალისტური პოლიტიკა გრძელდება მისი მხრიდან, რაც ართულებს რეფორმების ჩატარებას. საქართველოში ასევე ტარდება საპარლამენტო არჩევნები, შესაბამისად, მსურს, რომ საქართველოს და მის ყველა მოქალაქეს ვუსურვო სამი მთავარი რამ: რწმენა, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ დაძლიოთ გამოწვევები, მოკლე გზების გარეშე. შედეგები – რომელიც წარმატების განუყოფელი ნაწილია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არ სურთ უაზროდ დაკარგონ შესაძლებლობები და გამბედაობა, რომელიც აუცილებელია რომ დავინახოთ შესაძლებლობები და გამოვიყენოთ ისინი.
დიპლომატიური კორპუსის და ჩემი კოლეგების სახელით მინდა ასევე პირადად ვუსურვო საუკეთესო სურვილები პრეზიდენტს: კარგი ჯანმრთელობა, წარმატება თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაში და სამსახურში ქართველი ხალხის მიმართ“,- განაცხადა მარიუს მაშკევიჩმა.

ასევე დაგაინტერესებთ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი – კრემლი ზამთარში უკრაინის ატომურ ობიექტებზე დარტყმებს გეგმავს – ამ ობიექტებზე თავდასხმა ბირთვული ინციდენტის მაღალ რისკს აჩენს, რომელსაც გლობალური შედეგები ექნება

ლაშა ფარულავა – 26 ოქტომბერს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავასრულოთ კონკრეტული კორუფციული გარიგებები, რომელიც თბილისის მერიაშია და ყველა საჯარო დაწესებულებაში სისტემური ხასიათი აქვს