ჩვეულებრივად საუზმეზე ჩავედი, ამათ ეგონათ, რომ შემეშინდებოდა. სასტუმროში ვარ ჩემს მეუღლესთან ერთად. ზარქუას ალბათ გუშინდელმა ვიდეოებმა და მთელმა იმ ტკივილმა, რაც გუშინ მიიღო რუსული ღალატისთვის, პირდაპირ პირში რომ ვეძახე და სანიკიძეს მთელმა საკალათბურთო სფერომ ისე დასცინა და მერე ყველამ აიგდეს, იყვნენ გაგიჟებულები და გამწარებულები და მომვარდნენ. მაგრამ მაგას ხომ ველოდი, პატარა კაცების ამბავია. არაფრის არ გვეშინია, პროცედურებს ყველაფერს მივყვებით მშვიდად, არც ვნერვიულობ, არც არაფერი დამშავებია. ესენი არიან რუსეთის მოღალატეები. მთელი დღე, ოკჯახთან ერთად კონცერტზე რომ უნდა დრო ეტარებინათ, ჩავუშალე. მომვარდნენ საუზმეზე, შედეგებს მიიღებენ. რისი უნდა მეშინოდეს, რა დარტყმის, რა ცემის, ქვეყანას გვართმევენ. ის ხალხი, ვინც დაჭერილია, ჩვენს მაგივრად ზის და მე ეს რაღაცა შესაძლებლობა მაქვს, რომ გარეთ ვარ, თორემ, ამ ქვეყანას მეც ხომ არ დავუთმობ. მე რომ თავისუფალი ვარ, არ ნიშნავს იმას, რომ მე ხვალ ციხეში არ აღმოვჩნდები. კი მემუქრებიან, საქართველოში ჩამოხვალ და იქ ნახეო, ჩამოვალ რა პრობლემაა, არაფრის არ მეშინია. აუცილებლად ჩამოვალ და ჩვეულებრივად ვიცხოვრებ. ამათ მალე ბოლო მოეღებათ, ეს ხომ პიკია და ბოლო ეტაპია. ეს ხომ გამწარებული “ოცნებაა”, რომელსაც აღარაფერი აღარ შეუძლია და ასეთ სისულელეებს აკეთებს. ჩვენ ვითოვთ, ახალ არჩევნებს და პატიმრების გათავისუფლებას, დანარჩენს, დარტმას ავიტანთ. პოლიცია გამოვიძახე”, – ამბობს ლაშა გაბიტაშვილი.