დიმიტრი პესკოვი – ვლადიმირ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის მოლაპარაკებებისთვის არსებითი მზადება ჯერ არ მიმდინარეობს

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და -ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის მოლაპარაკებებისთვის არსებითი მზადება ჯერ არ მიმდინარეობს, სხვადასხვა ქვეყნები მხოლოდ ჰიპოთეზურად გვთავაზობენ კონტაქტების ორგანიზებას, – ამის შესახებ ს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ბევრი ქვეყანა გვთავაზობს თავის, როგორც ქვეყნის, მომსახურებას, სადაც ჰიპოთეზურად, შესაძლებელია კონტაქტების დამყარება, მაგრამ ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია. ჯერ არანაირი არსებითი მზადება არ მიმდინარეობს. არსებობს დეკლარირებული გაგება და პოლიტიკური ნება, რომ ასეთი კონტაქტები იქნება საჭირო და მიზანშეწონილი“, – განაცხადა პესკოვმა, როდესაც კომენტარი გააკეთა სხვადასხვა ქვეყნების განცხადებებზე მოლაპარაკებების მასპინძლობისთვის მათ მზადყოფნასთან დაკავშირებით.
ამასთან, პესკოვის თქმით, აღნიშნულ საკითხზე უფრო კონკრეტულად საუბარი მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც ვაშინგტონში ადმინისტრაცია შეიცვლება.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე აბუ-დაბიში მომხდარზე – შეეჩვივნენ, რომ ნორმალურია, 10 კაცი დაესხას ერთ ადამიანს თავს და ფიზიკურად გაუსწორდეს და გადაწყვიტეს, რომ აბუ-დაბიშიც იგივე გაკეთებინათ – 48 საათია, არც ერთი ჩანს, ხომ გასაგებია, რომ დაკავებულები არიან

ქეთევან თურაზაშვილი – სასამართლო სისტემაში თავი მოიყარეს კაცთმოძულე, განსაკუთრებით, თავისუფალი ახალგაზრდების მოძულე მოსამართლეებმა – დროა გაიაზრონ, როცა სამართლიანობა იზეიმებს, მათ მოუწევთ ყველა დანაშაულზე პასუხისგება!