დონალდ ტრამპის მომავალი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში – არ ვფიქრობ, რეალურია იმის თქმა, რომ უკრაინის მიწის ყოველი ინჩიდან, თუნდაც ყირიმიდან, ყველა რუსს განვდევნით – პრეზიდენტმა ტრამპმა ეს რეალობა აღიარა

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ს მომავალი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრის მომზადება მიმდინარეობს.
„მზადება მიმდინარეობს. პრეზიდენტ ტრამპის გადმოსახედიდან, ვერ შეძლებ შეთანხმებას, თუ არ გაქვს რაიმე სახის ურთიერთობა და დიალოგი მეორე მხარესთან და ჩვენ ამას აუცილებლად დავამყარებთ უახლოეს თვეებში“, – აღნიშნა მაიკ უოლცმა ABC-თან ინტერვიუში.
ცეცხლის შეწყვეტის ძალაში შესვლის რეალურ ვადებზე კომენტირებისას მან განაცხადა:
„გვსურს მისი ნახვა ყოველ წუთს, ყოველდღე. ვფიქრობ, რომ ეს იქნება წარმოუდგენლად პოზიტიური პირველი ნაბიჯი ორივე მხარისთვის და ეს საშუალებას მოგვცემს შევიდეთ რაიმე სახის მოლაპარაკებით გადაწყვეტის ჩარჩოებში“.
ამასთან, მისი თქმით, აშკარაა, რომ ვერ შეძლებს თავის ტერიტორიიდან ს ბოლომდე განდევნას.
„ყველამ იცის, რომ ეს რაღაცნაირად დიპლომატიურად უნდა დასრულდეს. არ ვფიქრობ, რომ რეალურია იმის თქმა, რომ უკრაინის მიწის ყოველი ინჩიდან ყველა რუსს განვდევნით, თუნდაც დან. პრეზიდენტმა ტრამპმა აღიარა ეს რეალობა და ვფიქრობ, რომ უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, როცა მთელი მსოფლიო აღიარებს ამ რეალობას“, – აღნიშნა უოლცმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თეონა აქუბარდია – ბორდერიზაციის პროცესი რუსეთმა 2011 წლიდან დაიწყო, რაც აქტიური ფაზაში 2013 წლიდან მოიყვანა – სუს-ი საზოგადოებას უმალავს, რა მასშტაბის ტერიტორიაზე განხორციელდა რუსეთის მცოცავი ოკუპაცია

ნიკა ჩიტაძე – „ქართული ოცნება“ განაცხადებს, რომ კიდევ ერთხელ მისცა შანსი პარტიებს, მიეღოთ მონაწილეობა არჩევნებში, მაგრამ არ მოინდომეს, შესაბამისად, ისინი არიან უფუნქციო – „ოცნება“ ბოლშევიკური მეთოდის გამოყენებას ცდილობს