შსს-ს ინფორმაციით, რესტორან “ბაბილოსთან” საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით 9 პირია დაკავებული

თბილისში, რესტორან “ბაბილოსთან” მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 9 პირი დააკავეს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით, დაკავებულია 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული.
შეგახსენებთ, რესტორან „ბაბილოსთან“ აქცია დაახლოებით 15:00 საათიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც რესტორანში მოსამართლეებმა დაიწყეს შეკრება. რესტორანში კორპორაციული წვეულება მიმდინარეობდა. ადგილზე ვითარება არაერთხელ დაიძაბა. ადგილზე საპოლიციო ძალების განსაკუთრებული რაოდენობის მობილიზება გახდა საჭირო, მათ შორის ტერიტორიაზე გამოყვანილი იყო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები. საბოლოოდ მოსამართლეებმა საპოლიციო კორდონის საშუალებით დატოვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გოჩა მირცხულავა: თუ დადგინდება, რომ ასეთი საქმიანობა ეხმარება ოკუპანტის ინტერესებს ან არღვევს საქართველოს კანონმდებლობას, ეს მხოლოდ პოლიტიკური ან საზოგადოებრივი შეფასების საგანი კი არა, სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა გახდეს