ალეკო ელისაშვილი – ორბელიანების სასახლეში მოვედი, რადგან მინდა საქართველო ვნახო ევროპის ნაწილად და ძალიან მალე მოვისმინო, რომ ჩვენ მივიღებთ სტატუსს

„მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, იქნება ყველგან, სადაც საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხი იქნება განხილული.
ამის შესახებ ელისაშვილმა ჟურნალისტებს ორბელიანების სასახლესთან განუცხადა, სადაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და პოლიტიკოსებს ხვდება.
„აქ მოვედი, იმიტომ, რომ მინდა საქართველო ვნახო ევროპის ნაწილად და მინდა ძალიან მალე მოვისმინო, რომ ჩვენ მივიღებთ სტატუსს. ვისი ორგანიზებულიც არ უნდა იყოს, ყველგან ვიქნები. რაც საქართველოს ევროინტეგრაციას შეეხება, ყველგან ვიქნები“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან