რესტორან „ბაბილოს“ მიმდებარე ტერიტორია სპეცრაზმმა და საპოლიციო ძალებმა დატოვა – ადგილზე აქციის მონაწილეთა მცირე ნაწილი რჩება

რესტორან „ბაბილოს“ მიმდებარე ტერიტორია საპოლიციო ძალებმა დატოვეს.
ადგილზე რჩებიან აქციის მონაწილეთა მცირე ნაწილი და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.
ადგილზე გაიხსნა საავტომობილო მოძრაობაც.
შეგახსენებთ, რესტორან „ბაბილოსთან“ აქცია დაახლოებით 15:00 საათიდან მიმდინარეობს, იმ დროიდან, რაც რესტორანში მოსამართლეებმა დაიწყეს შეკრება. რესტორანში კორპორაციული წვეულება მიმდინარეობდა. ადგილზე ვითარება არაერთხელ დაიძაბა. ტერიტორიაზე საპოლიციო ძალების განსაკუთრებული რაოდენობის მობილიზება გახდა საჭირო, მათ შორის ტერიტორიაზე განლაგდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები. საბოლოოდ მოსამართლეებმა რესტორანი საპოლიციო კორდონის საშუალებით დატოვეს.
შსს-ს ინფორმაციით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს ცხრა პირი.

ასევე დაგაინტერესებთ

გოჩა მირცხულავა: თუ დადგინდება, რომ ასეთი საქმიანობა ეხმარება ოკუპანტის ინტერესებს ან არღვევს საქართველოს კანონმდებლობას, ეს მხოლოდ პოლიტიკური ან საზოგადოებრივი შეფასების საგანი კი არა, სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა გახდეს