უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დღეს მორიგი მაღალი სიზუსტის საჰაერო დარტყმა განახორციელეს რუსეთის ფედერაციის მე-2 გვარდიის კომბინირებული შეიარაღების არმიის დონეცკის ოლქის ქალაქ ნოვოგროდოვკაში მდებარე სამეთაურო პუნქტზე, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
გენშტაბში აცხადებენ, რომ ეს ოპერაცია დონეცკის მიმართულებით საოკუპაციო ძალების სამეთაურო პუნქტებზე საცეცხლე დარტყმების სერიის გაგრძელებაა.
„უკრაინის შეიარაღებული ძალები ავლენენ კოორდინაციისა და პროფესიონალიზმის მაღალ დონეს მტრის სარდლობისა და კონტროლის რგოლების ძირითადი ობიექტების და სამხედრო ინფრასტრუქტურის იდენტიფიცირებასა და განადგურებაში“, – ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში.
