რუსეთის ქალაქ ენგელსში მეხუთე დღეა იწვის ნავთობის საცავი

სარატოვის ოლქის გუბერნატორმა რომან ბუსარგინმა განაცხადა, რომ ხანძრის ადგილზე „სპეციალისტები 24-საათიან რეჟიმში იღებენ ყველა საჭირო ზომას პრობლემის
აღმოსაფხვრელად. ამჟამად გრძელდება საწვავის კონტროლირებადი წვის პროცესი. ჰაერის ბოლო ნიმუშებმა არ გამოავლინა მავნე ნივთიერებების ჭარბი კონცენტრაცია“. რეგიონის ხელმძღვანელმა ტელეგრამის არხზე დაწერა, რომ კვამლის რაოდენობა, ისევე როგორც ხანძრის არეალი, მცირდება.
ნავთობის საცავზე დრონების თავდასხმა 8 იანვარს ღამით მოხდა. რეგიონულმა ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია “სამრეწველო ობიექტის” დაზიანების შესახებ, მოგვიანებით კი უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ დრონებით იერიში მიიტანეს ენგელსში მდებარე როსრეზერვის „კომბინატ კრისტალის“ ნავთობის საცავზე. უკრაინელი სამხედროების თქმით, სწორედ ეს ბაზა ემსახურება სამხედრო აეროდრომს, სადაც განთავსებულია რუსული სტრატეგიული ავიაცია, რომელიც რეგულარულად გამოიყენება უკრაინის ტერიტორიაზე იერიშების განსახორციელებლად.
ს თავდაცვის სამინისტროს განმარტებითა, სარატოვის ოლქის თავზე 8 იანვარს გამთენიისას 11 დრონი ჩამოაგდეს.
იერიშის მიტანისა და ხანძრის გაჩენის შემდეგ, ენგელსში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ხანძრის ჩაქრობის პირველ საათებში დაიღუპა რუსეთის საგანგებო მდგომარეობათა სამინისტროს ორი მოსამსახურე.
ტელეგრამ-არხი “ფრთხილად, სიახლეები”, ადგილობრივ მცხოვრებლებზე დაყრდნობით, წერდა, რომ კვამლმა დაფარა ნახევარი ქალაქი, ხოლო ცეცხლის ალი ენგელსის თითქმის ნებისმიერი ადგილიდან მოჩანდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მამულაშვილი – სლოვაკეთის პრემიერი რუსულ ტრადიციას გაჰყვა, დამნაშავეები „ქართულ ლეგიონში“ ნახა – არ არის გამორიცხული „ოცნებამ“ ბრალდებები წამიყენოს, რადგან საქართველოსა და სლოვაკეთისთვის სცენარი კრემლში იწერება

სალომე ზურაბიშვილი – მცდარი დაშვებაა, თითქოს შეიძლება რეჟიმის იზოლაციის გადაწყვეტილების აღკვეთა არალეგიტიმურ მმართველებთან საკომუნიკაციო გზების შენარჩუნებით – ერთადერთი გზა სახალხო პროტესტის მხარდაჭერა და არჩევნებისკენ მოწოდებაა