ბათუმში გუშინ დაკავებული 12 პირიდან სამი ხელწერილით გაათავისუფლეს, რვა ადმინისტრაციულ პატიმრობაში რჩება

ბათუმში გუშინ დაკავებული 12 პირიდან სამი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს -ში დაუდასტურეს.
პატიმრობაში რჩება ადმინისტრაციული წესით დაკავებული რვა პირი, რომლებსაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან, ხოლო „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს გუშინ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ ხელწერილის საფუძველზე სამ პირთან ერთად გაათავისუფლეს, მოგვიანებით კი ხელმეორედ დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

თეონა აქუბარდია: ალიევი თბილისში ბოლოს ღარიბაშვილის დროს, 2023 წელს იყო, მისი ჩამოსვლა მოულოდნელია, დაანონსებული არ ყოფილა – გეოპოლიტიკა, მათ შორის საქართველოსთვის უპირობო შესაძლებლობები იცვლება, ჩვენი ქვეყანა კი რეალობას მოწყვეტილია