თბილისის საქალაქო სასამართლოს დერეფანში, დარბაზთან, სადაც აქციებზე დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი განახლდა, ხმაური იყო

თბილისის საქალაქო სასამართლოს დერეფანში, დარბაზთან, სადაც აქციებზე დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი განახლდა, ხმაური იყო.
დაპირისპირება მოჰყვა მანდატურების მცდელობას, რომ ფოიეში შეკრებილები სასამართლოს შენობიდან გაეყვანათ.
დაკავებულების ახლობლები და მხარდამჭერები ამბობენ, რომ მანდატურები მათ ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ისინი სკანდირებენ – „ყველგან პოლიცია, არსად სამართალი!“. ასევე, მოსამართლის მისამართით სკანდირებენ: „ხუსკივაძე – მონა“.
„მანდატურის თანამშრომელმა ზურგში ჩამარტყა ხელი, ზვიად ცეცხლაძის დედა იდგა და ვცდილობდი, რომ ქალბატონზე არ ყოფილიყო ზეწოლა. მანდატურები მოგვაწვნენ, დაიწყეს იდაყვების და ხელების რტყმა. პროცესებს, რაც ახლა მიმდინარეობს, სასამართლოს ეძახიან, მაგრამ ეს ცირკია. ეს არის კონსტიტუციის თავზე დახევა. დღეს თუ კონსტიტუციას გვახევთ თავზე, არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ყველაფერი უკან შემოგიბრუნდებათ“,- განაცხადა დაკავებულების ერთ-ერთმა მხარდამჭერმა.
საბოლოოდ, საქალაქო სასამართლოში შეკრებილების ნაწილმა სასამართლოს ეზოში გადაინაცვლა, სადაც პროტესტს და სასამართლოს მიმართ შეძახილებს განაგრძობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გორის საკრებულოს წევრი – ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ არ ვაპირებთ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას, ვიბრძვით იქამდე, სანამ ჩვენი ქვეყანა არ გახდება დასავლური სტრუქტურების ნაწილი და ჩვენ არ დავამარცხებთ ოლიგარქიას

ქობულეთის საკრებულოს წევრი – „ნაციონალური მოძრაობა“ 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ აპირებს და აგრძელებს ბრძოლას 2003 წლის იდეალებისთვის, რომელიც აგებული იყო ევროპულ ფასეულობებზე

თინა ბოკუჩავა – ზოგმა ვერ გაუძლო ცდუნებას, „ნაციონალური მოძრაობა“ კი 4 ოქტომბერსაც იქნება ბრძოლის წინა ხაზზე – შევიკრიბეთ, რათა ვუთხრათ არა, რუსულ სპეცოპერაციას და ვიბრძოლოთ თავისუფალი საპარლამენტო არჩევნებისთვის