აქციების დროს დაკავებული ნიკოლოზ ჯავახიშვილის კერძო ადვოკატმა სახელმწიფოს ხარჯზე მოწვეული ადვოკატის აცილების შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ არ დააკმაყოფილა

საპროტესტო აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ ნიკოლოზ ჯავახიშვილის კერძო ადვოკატმა ელგუჯა ჯავახიშვილმა სახელმწიფოს ხარჯზე მოწვეული ადვოკატის, სოფიო გოგლიჩიძის აცილების შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ არ დააკმაყოფილა.
ხუსკივაძის განმარტებით, 8 საათია, რაც საქმეს იხილავს და დაცვის მხარე პროცესის ჩაშლისკენ და გაჭიანურებისკენაა მიმართული, ეს რომ არ განმეორდეს, ის აღნიშნულ შუამდგომლობას არ აკმაყოფილებს.
შუამდგომლობისას ავსაჯანიშვილმა განმარტა, რომ მას ნიკოლოზ ჯავახიშვილმა განუცხადა, რომ ვინაიდან კერძო ადვოკატი ჰყავს, არ სურს ის საზოგადოებრივმა ადვოკატმა დაიცვას.
ბრალდების მხარე ამ შუამდგომლობას არ დაეთანხმა, ვინაიდან, მათი განმარტებით, შეთანხმებით არსებული ადვოკატი მონაწილეობას არ იღებდა სხდომაზე.
აღნიშნულის შემდეგ ავსაჯანიშვილმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა, რის შემდეგაც სხდომათა დარბაზი ისე დატოვა, მოსამართლის პოზიცია არც მოუსმენია. მოსამართლის კითხვაზე, ისე გადიოდა, რომ შუამდგომლობაზე პასუხს, არ უსმენდა? ადვოკატმა უპასუხა, რომ “აზრი არ ჰქონდა, რადგან მაინც არ დააკმაყოფილებდა”.
ამ წუთებში სხდომაზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ისინჯება.

ასევე დაგაინტერესებთ

გორის საკრებულოს წევრი – ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ არ ვაპირებთ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას, ვიბრძვით იქამდე, სანამ ჩვენი ქვეყანა არ გახდება დასავლური სტრუქტურების ნაწილი და ჩვენ არ დავამარცხებთ ოლიგარქიას

ქობულეთის საკრებულოს წევრი – „ნაციონალური მოძრაობა“ 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ აპირებს და აგრძელებს ბრძოლას 2003 წლის იდეალებისთვის, რომელიც აგებული იყო ევროპულ ფასეულობებზე

თინა ბოკუჩავა – ზოგმა ვერ გაუძლო ცდუნებას, „ნაციონალური მოძრაობა“ კი 4 ოქტომბერსაც იქნება ბრძოლის წინა ხაზზე – შევიკრიბეთ, რათა ვუთხრათ არა, რუსულ სპეცოპერაციას და ვიბრძოლოთ თავისუფალი საპარლამენტო არჩევნებისთვის