რუსული მედია – რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით ქვეყნის ტერიტორიაზე 85 უკრაინული დრონი ჩამოაგდო

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით ქვეყნის ტერიტორიაზე 85 უკრაინული დრონი ჩამოაგდო, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გასული ღამის განმავლობაში მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 85 უკრაინული დრონი გაანადგურა“, – აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, 31 დრონი შავი ზღვის თავზე ჩამოაგდეს, 14 აზოვის ზღვის, 16 ვორონეჟის ოლქის, 4 ბელგოროდის ოლქის თავზე, 16 კრასნოდარის მხარეში, 2 ტამბოვის ოლქში, 1 კურსკის ოლქის თავზე და 1 დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)