ჯუდ ლოუ შეასრულებს პუტინის როლს ფილმში „კრემლის ჯადოქარი“

ბრიტანელი მსახიობი ჯუდ ლოუ შეასრულებს ს როლს ფრანგი რეჟისორის, ოლივიე ასსაიასის ფილმში „კრემლის ჯადოქარი“. ჯულიანო და ემპოლის რომანის ეკრანიზაციაზე მუშაობის შესახებ ცნობილი გახდა გასული წლის მაისში, ამის თაობაზე წერდა ჟურნალი Variety.
ფილმში მოთხრობილი იქნება ს პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პოლიტიკური კარიერის შესახებ, რომელიც პოლიტტექნოლოგის საფეხურიდან დაიწყო.
ჯუდ ლოუ ჟურნალ Deadline-თან ყვება, რომ უკვე დაიწყო როლზე მუშაობა: „ახლა თითქოს ევერესტის ძირში ვდგავარ, ვიყურები მაღლა და ვფიქრობ, ღმერთო, რატომ დავთანხმდი ამას“. ფილმში მასთან ერთად მონაწილეობენ მსახიობები ალისია ვიკანდერი, პოლ დანო, ზაკ გალიფიანაკისი და ტომ სტარიჯი. ფილმის გადაღებები იანვარში დაიწყება.
ჯულიანო და ემპოლის რომანს მიღებული აქვს საფრანგეთის აკადემიის გრან-პრი. ასევე იყო გონკურის პრემიის ფინალისტი.
71 წლის პუტინი თითქმის 25 წელია მართავს რუსეთს. გასულ წელს მან ექვსწლიანი ვადით მეხუთედ დაიკავა რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობა.
რუსეთში ამომრჩეველთა უფლებების დამცველი საზოგადოებრივი მოძრაობის, Голос-ის(ხმა) ინფორმაციით, პუტინის კანდიდატურის სასარგებლოდ „ჩაყარეს“ უპრეცედენტო რაოდენობის, 22 მილიონი ხმა. Голос-ის შეფასებით, ჩატარდა პირობებში, როცა სახელმწიფო აპარატი ჩართული იყო პროპაგანდაში, ამომრჩევლის იძულებასა და კონტროლში.
ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ რეპრესიების პირობებში ჩატარებულ არჩევნებს დასავლეთის სახელმწიფოებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა უსამართლო და არათავისუფალი უწოდეს.
პუტინი თითქმის სამი წელია ომს აწარმოებს უკრაინის ტერიტორიაზე. მან „სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”. ში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის” აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.