ჯო ბაიდენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა

აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და უკრაინის პრეზიდენტ ს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, – ამის შესახებ განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს.
„ახლა უკვე ნათელია, რომ პრეზიდენტ პუტინის ომი უკრაინის წინააღმდეგ სთვის კატასტროფად იქცა. უკრაინელი ხალხის გამბედაობისა და მონდომების წყალობით და -ის მხარდაჭერით, რუსეთმა ში ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია“, – ნათქვამია განცხადებაში.
თეთრი სახლის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა თავისუფლებისთვის ბრძოლაში უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის გაგრძელებას ხაზი გაუსვა.
„როდესაც პრეზიდენტმა პუტინმა ეს ომი დაიწყო, ფიქრობდა, რომ კიევს ხელში რამდენიმე დღეში ჩაიგდებდა. თითქმის სამი წლის შემდეგ კვლავ თავისუფალია. რუსეთს უკრაინის განადგურება სურდა. დღეს უკრაინა თავისუფალ და დინამიურად განვითარებად დემოკრატიად რჩება. რუსეთს უკრაინის არმიის განადგურება სურდა. დღეს ეს არმია უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე. რუსეთს ნატო-ს დაშლა სურდა. ნაცვლად ამისა, ნატო უფრო ძლიერი, დიდი და ერთიანი გახდა“, – აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – თუ 1%-ით მაინც გვეიმედება, რომ რომელიღაც „მოსამართლე“ პოლიტპატიმარს გამოუშვებს, ან რომელიმე „პოლიციელი“, რომელიც პატიმრების მშობლებს დასცინის, გამონაკლისია, ე.ი. კიდევ ვერ ვაცნობიერებთ ივანიშვილის რეჟიმის ბოროტების მასშტაბს