“ვერელებისა და ვაკელების მარში” რუსთაველის გამზირისკენ მიემართება

ტარას შევჩენკოს ბაღში შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ გადაადგილდებიან.
მსვლელობა სლოგანით – “ვერელებისა და ვაკელების მარში” ამ წუთებში მელიქიშვილის გამზირზე იმყოფება.
მათ უჭირავთ მთავარი ბანერი წარწერით – “მოდის ვაკე და ვერა, ჩვენ გავიმარჯვებთ გვჯერა”.
მათ ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მოტანილი, ასევე, სხვადასხვა შინაარსის ბანერები – “განქოცდით ან შეგვეშვით”, “ქოცალაქე მოქალაქეების ადგილი ვერა-ვაკე არ არის” და ა.შ.
მსვლელობაში მონაწილეობას ვაკეში მცხოვრები მოქალაქეების გარდა, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წევრები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც იღებენ.
მსვლელობას ასევე, -ს საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟიც მიჰყვება.
მოქალაქეების მოთხოვნები კვლავ უცვლელია – გათავისუფლდნენ მიმდინარე აქციების პერიოდში დაკავებული პირები და ჩაინიშნოს ხელახალი ვადამდელი .