ვოლოდიმირ ზელენსკი – გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე თუ დადებითი შედეგი არ იქნება, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ამ გადაწყვეტილებას ვეტო პუტინმა დაადო

თუ უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას უნგრეთი დაბლოკავს, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებას ვეტო პუტინმა დაადო. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„წელს რუსეთს არც ერთი გამარჯვება არ ჰქონია, ვერც ერთი სოფელი ვერ დაიკავეს, მაგრამ მათ მუშაობა არა მხოლოდ ევროპის, არამედ სხვა კონტინენტების სახელმწიფოებთან დაიწყეს. ამიტომ, თუ დადებითი შედეგი არ იქნება, ის იმაზე მიანიშნებს, რომ ამ გადაწყვეტილებას ვეტო პუტინმა დაადო“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინამ იმისთვის, რომ რომელიმე სახელმწიფოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება არ დაებლოკა, ყველაფერი გააკეთა.
„ჩვენი მხრიდან ძალიან კონსტრუქციულები ვიყავით, ყველაფერი გავაკეთეთ, აბსოლუტურად ყველაფერი. ჩვენ ევროკომისიის ყველა რეკომენდაცია, ჩვენი პარტნიორების ყველა რეკომენდაცია და ვენეციის კომისიის ყველა დასკვნა შევასრულეთ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ