აშშ-ს პრეზიდენტის, ტრამპის ინაუგურაციაზე “ქართული ოცნების” მთავრობის არცერთი წარმომადგენელი არ მიიწვიეს. ეს ინფორმაციას “ნეტგაზეთს” “ოცნების” პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა დაუდასტურა.
ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ცერემონიაზე რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა მიიწვია. უილსონი საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად სწორედ ზურაბიშვილს მიიჩნევს. გარდა ამისა ის მხარს უჭერს საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნას, რადგან ეს მიაჩნია ქვეყანაში არსებული კრიზისის განმუხტვის ერთადერთ გზად.