სალომე ზურაბიშვილი – ორი აზრი არ არსებობს, რომ არჩევნები დაინიშნება – მე ვარ და ვიქნები პრეზიდენტი, როგორი იქნება პარტიების გაშლა ამ არჩევნებში და მასში ჩემი მონაწილეობა, ეს ხვალინდელი კითხვა არის

ორი აზრი არ არსებობს, რომ არჩევნები დაინიშნება. მე ვარ და ვიქნები პრეზიდენტი, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ დაშლა გარდაუვალია, თუ პარტია „გონს არ მოვა“.
„ახალი არჩევნები თავისთავად ჩაინიშნება, თუ მმართველი პარტია დაიშლება, რაც მისი გარდაუვალი მომავალია, თუ თვითონ არ მოვა გონს და ახალ არჩევნებს არ დანიშნავს. ორი აზრი არ არსებობს, რომ არჩევნები დაინიშნება. მე ვარ და ვიქნები პრეზიდენტი. როგორი იქნება პარტიების გაშლა ამ არჩევნებში და მასში ჩემი მონაწილეობა, ეს ხვალინდელი კითხვა არის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
გარდა ამისა, ის გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ ის მაკკეინის ინსტიტუტის კისინჯერის სტიპენდიატად დასახელდა.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ეს არის არ არის სტიპენდია, არამედ ჯილდოა.
„ეს არ არის სტიპენდია, უნდა გაიგოთ რაც არის. ეს არის ჯილდო, მეორე მხრივ, პროექტის დაფინანსება, რომელიც გვაძლევს საშუალებას, ქართულ თემატიკაზე დაიწეროს პროექტი, რაზეც მუშაობას დავიწყებთ“,- აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – ჩვენი სურვილია, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება იანვრისთვის მიიღოს – რადგან სარჩელი რადიკალურად არ იცვლება, იმედი გვაქვს, სასამართლოს დამატებით დრო არ დასჭირდება

ლაშა წიკლაური: რომ არა ვილი სანიოლი, გიორგი გვესელიანის შესახებ დღეს საქართველოს მონახლეობის 99.9%-ს არაფერი ეცოდინებოდა, რადგან ის იქნებოდა ფეხბურთელი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩიც არ ექნებოდა ჩატარებული