პესკოვი სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე – სომხეთი არის ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობის წევრი – ორი განსხვავებული ორგანიზაციის წევრობა უბრალოდ შეუძლებელია

ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობის წევრობას რეალური სარგებელი მოაქვს სომხეთისთვის, მაგრამ შეუძლებელია იყო ამ ასოციაციის და ევროკავშირის წევრი ერთდროულად, – ამის შესახებ განაცხადა ს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„სომხეთი არის ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობის წევრი და ეს წევრობა ძალიან, ძალიან დადებით დივიდენდებს იძლევა სომხეთისთვის, როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ამ ქვეყნის ხალხისთვის“, – განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, ახლა ძნელი სათქმელია, რას ნიშნავს სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვა.

„უნდა დავაკვირდეთ, რა აქცენტი ექნება სომხურ მხარეს. რა თქმა უნდა, ორი განსხვავებული ორგანიზაციის წევრობა, ჰიპოთეტურად რომ ვთქვათ, უბრალოდ შეუძლებელია. აქ არის ერთი საბაჟო ზონა, ერთი ზონა საქონლისა და მომსახურების, ხალხისა და კაპიტალის გადაადგილებისთვის. სხვადასხვა სტანდარტებია. რა თქმა უნდა, ეს სუვერენული უფლებაა. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობის წევრობა სასარგებლოა სომხეთისთვის”, – აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, სომხეთის მთავრობამ „სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულების საფუძველზე, „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა” უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი – სხვადასხვა ტიპისა და სიმძლავრის გენერატორები გაგზავნა

ანი ნადარეიშვილი – როცა ბაჩო პირველ წრეზე იჯდა ციხეში, ფარცხალაძე მთავარი პროკურორი იყო და კაბინეტში „აკაჩავებდა“ მოწმეებს და მოსამართლეებს – მაშინდელი სუს-ის უფროსი, „ქოცების“ „ფილარმონია” კაცი ლილუაშვილიც გვერდზე საკანში უზის ბაჩოს