უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 46 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 46 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 70 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 46 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 24 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები პოლტავის, სუმის, ხარკოვის, ჩერკასის, ჩერნიგოვის, კიევის, დნეპროპეტროვსკის, მიკოლაივისა და ხარკოვის ოლქებში ჩამოაგდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – გვახსოვს, აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვში სამხედრო აღლუმს ევროპის წამყვანი ქვეყნების წარმომადგენლები დაესწრნენ, თუმცა მაშინ დღის წესრიგში არ იდგა რუსეთის “გაშავება” – შეიცვალა დღის წესრიგი და ამის შემდეგ რუსეთი გახდა “ოკუპანტი”