ნანა საჯაია: კონგრესში “ქართული კოშმარის არაღიარების აქტი” წარადგინეს

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს კონგრესში წარადგინეს ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც ქართული ოცნების მთავრობის აღიარებას კრძალავს.

აღნიშნულ ცნობას Fox News-ის ასოცირებული პროდიუსერი, ნანა საჯაია, წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს:

“კონგრესიდან კარგად ინფორმირებული წყარო მეუბნება, რომ “ქართული კოშმარის არაღიარების აქტი” კონგრესს წარუდგინეს”. – დაწერა მან.

ამასთანავე, საჯაიას ინფორმაციით, მათ მიერ მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით, იკრძალება ქართული ოცნების მთავრობის აღიარება და მასთან ურთიერთობების ნორმალიზება, ხოლო კანონპროექტი ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევს.

“კანონპროექტის თანახმად, იკრძალება ქართული ოცნების მთავრობის რამე ფორმით აღიარება და აღიარებაზე მინიშნება, ისევე როგორც საამისოდ ფედერალური თანხების გამოყოფა”. – წერს იგი.

“ქართული კოშმარის არაღიარების აქტის” ავტორები რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი და დემოკრატი კონგრესმენი სტივ კოენი არიან.

საჯაიას ცნობით, ივანიშვილის რეჟიმის არაღიარების პრეცედენტად ავტორებს უილსონის მიერ 2023 წელს წარდგენილი “ასადის მთავრობის არაღიარების აქტი” მოჰყავთ, რომელიც კონგრესმა 389 ხმით 32-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – ჩვენი სურვილია, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება იანვრისთვის მიიღოს – რადგან სარჩელი რადიკალურად არ იცვლება, იმედი გვაქვს, სასამართლოს დამატებით დრო არ დასჭირდება

ლაშა წიკლაური: რომ არა ვილი სანიოლი, გიორგი გვესელიანის შესახებ დღეს საქართველოს მონახლეობის 99.9%-ს არაფერი ეცოდინებოდა, რადგან ის იქნებოდა ფეხბურთელი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩიც არ ექნებოდა ჩატარებული