დემოკრატიულმა ერებმა ივანიშვილის რეჟიმის იზოლირება უნდა მოახდინონ – ამის შესახებ ევროპარლამენტარი და საქართველოზე მუდმივი მომხსენებელი, რასა იუკნევიჩიენე X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“დემოკრატიულმა ერებმა ივანიშვილის რეჟიმის იზოლირება უნდა მოახდინონ – არავითარი მაღალი დონის შეხვედრები მანამ, სანამ თავისუფალი არჩევნები არ ჩატარდება! ე.წ. ქართული “ოცნება” დემოკრატიის სირცხვილია. ივანიშვილი და მისი მეგობრები საქართველოს მართავენ ლეგიტიმურობის გარეშე, თავისუფალი არჩევნების აბუჩად აგდებით,” – წერს იუკნევიჩიენე.