გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი პლატფორმა X-ზე 43 პოლიტიკოსის ოფიციალურ განცხადებას აზიარებს და წერს, რომ საქართველოს მეგობრები დემოკრატიულ მთავრობებს მოუწოდებენ, ივანიშვილის რეჟიმთან მაღალი დონის შეხვედრები არ ჩაატარონ.
განცხადების 43 ხელმომწერი მსოფლიო მთავრობებისგან ასევე მოითხოვს, რომ ერთიანი სანქციები დაუწესონ რეჟიმის წევრებსა და მსახურებს.
საქართველოს მეგობრების გლობალურ ალიანსთან ერთად მოვუწოდებ მსოფლიოს ყველა დემოკრატიულ მთავრობას, თავი შეიკავონ ივანიშვილის რეჟიმთან მაღალი დონის შეხვედრებისგან, სანამ ის არ დათანხმდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რეჟიმის წინააღმდეგ ერთიანი სანქციების დაწესებას.” – წერს როთი.