მიხაილ როთი – მსოფლიოს მასშტაბით ყველა დემოკრატიულ მთავრობას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ივანიშვილის რეჟიმთან მაღალი დონის შეხვედრებისგან – ასევე, რეჟიმის წინააღმდეგ ერთიანი სანქციების მოწოდებით გამოვდივართ

დემოკრატიულმა მთავრობებმა თავი უნდა შეიკავონ ივანიშვილის რეჟიმთან მაღალი დონის შეხვედრებისგან, სანამ ის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას არ დათანხმდება. ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“საქართველოს მეგობრების გლობალურ ალიანსთან ერთად მსოფლიოს მასშტაბით ყველა დემოკრატიულ მთავრობას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ივანიშვილის რეჟიმთან მაღალი დონის შეხვედრებისგან, სანამ ის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას არ დათანხმდება. ასევე რეჟიმის წინააღმდეგ ერთიანი სანქციების მოწოდებით გამოვდივართ,” – წერს როთი.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!