კამალა ჰარისი სინგაპურს, ბაჰრეინსა და გერმანიას ეწვევა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, სინგაპურს, ბაჰრეინსა და გერმანიას ეწვევა. ამის შესახებ განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს.
-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი 13-17 იანვარს დაგეგმილი ვიზიტების ფარგლებში სინგაპურში, ბაჰრეინსა და გერმანიაში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზებს მოინახულებს.
„ვიცე-პრეზიდენტი თითოეულ რეგიონში ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის მიღწევებს, აშშ-ის პარტნიორობას შესაბამის ქვეყნებთან და აშშ-ის შეიარაღებული ძალების მიერ რეგიონულ და გლობალურ უსაფრთხოებაში შეტანილ წვლილს ხაზს გაუსვამს“, – ნათქვამია განცხადებაში.