თბილისის ცენტრში 30 წლამდე კაცი დაჭრეს – შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ, ფანასკევტელის ქუჩაზე მოხდა. ტვ პირველის ინფორმაციით, დაჭრილი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნის შვილია.
არსებული ინფორმაციით, სისხლიანი გარჩევა საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე მოხდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ წუთებში მუშაობენ. დაზარალებული, გვარად ჯოხაძეა, მას ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული.
ოჯახმა დამნაშავის ვინაობა სავარაუდოდ იცის. ადგილობრივების მონაყოლის თანახმად, ბრალდებულიც იმავე უბანში ცხოვრობს, სადაც ჯოხაძე.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში უკვე გადაიყვანა.